четверг, 20 октября 2011 г.





от shorenakoncelidze — изменено 2011-01-08 14:35
მთელი ცხოვრების მანძილზე (დედის მუცლიდან მოყოლებული) არასწორად იკვებებოდით, საკუთარ სხეულს რაფინირებული საკვებით კი არ ასაზრდოებდით, არამედ წამლავდით! თქვენდა უნებურად საკუთარი ხელით ანგრევდით ჯანმრთელობის დიდებულ ტაძარს.რატომ აღმოვჩნდით ასეთი გამაოგნებელი დამწარე სინამდვილის მოწმენი: კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ავადმყოფია!
***
კაცობრიობა (მისი უდიდესი ნაწილი), სამწუხაროდ მაშინ სწვდება ცას სიხარულით, ეშმაკის სტუმრები რომ მოაკითხავენ.ესენი არიან: პური და ხორცი, შაქარი დამარილი, საკონდიტრო ნაწარმის “შედევრები“, საგულდაგულოდ დახუფული, საღათას ძილისაგან უფრო ჩამტკბარ-ჩაშაქრებული (კომპოტები, მურაბები, წვენები) დაჩამჯავებულ- ჩაძმარებული (მწნილები) -პროდუქტები, რძის ნაწარმი (თუმცა ყველა არა), ტორტი და ნამცხვარი, ალკოჰოლი და ნარკოტიკები, ყავა და სიგარეტი და ა.შ.
ეს წიგნი სტუმარია ღვთისა!
გაუღე კარი სახლისა და გულისა ერთად-იგი შენს ჭერქვეშ მხოლოდ იმიტომ შემოვიდა, რომ გიხსნას მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მოდებული მძიმე სენისაგანდა,თუ მიენდობი, მაცოცხლებელი ნექტარით ავსებულ თასს ხელს თუ არ აუკრავ, -დაკარგულ სამოთხეში დაგაბრუნებს და უფლის კალთიდან დაგანახვებს ამ მშვნიერდა ცოდვილ ქვეყანას.

ბუნება და ადამიანიადამიანი და ბუნება.
ღმერთის ორი შედევრი.
ორი მარადიული საოცრება-მშვენიერი და ამოუხსნელი. ისინი ერთმანეთით ხარობენ, ერთმანეთს ავსებენ, ერთმანეთს ტანჯავენ და ეს ტანჯვაც ისეთივე ლამაზი დაძნელად შესაცნობელია,როგორც ის დიადი,უნაპირო და უძირო საიდუმლო,რომელიც მათშია განფენილი.
ბუნება უფლის სიბრძნითაა დახუნძლული და გასხივოსნებულია. ამ სიბრძნის შეცნობა და გათავისება ადამიანის ამქვეყნად არსებობის მიზანი და გამართლება. რაც უფრო ღრმად შეხვალ ამ სიბრძნის ლამაზად დაბინდულ სიღრმეებში , მით უფროძნობ უფლის სიდიადეს თუ სამყაროს მშვენიერებას.
ბუნებისა და ადამიანის კავშირი- ესაა ურთიერთობა სიყვარულისა და სიცოცხლისა. სიცოცხლე და სიყვარული - სასწაულთა სასწაულია, უერთმანეთოდ მათ ვერ წარმოიდგენ, როგორც ცასა და დედამიწას. მათი ხიბლი ღმეთრკაცებისთვისაც კი ძნელიდ გადმოსაცემი ხმებითა და სიჩუმით არსებობს ბუნებისა თუ ადამიანიში.
ბუნება ღმერთის თვალით გვიყურებს-ალბათ , ამიტომაცაა, რომ ლოცვასავით ჩაგვესმის ვაჟა-ფშაველას სიტყვები:  ”ჩვენ ბუნებაში ვართ-იგი ჩვენშია… ცოცხალნიც მისნი ვართ, მკვდარნიც“.
“ჩვენ ბუნებაში ვართ“.
იყო დრო, წარსულიდან დანახული წატსულში , როდესაც ადამიანი ამ სიბრძნით ცოცხლობდა და ხარობდა. ცხოვრობდა ბუნების კანონებით, რაც ღმერის კანონებით ცხოვრებას ნიშნავდა- ბუნება ხომ უფლის სიბრძნის ნითიერი ხატებაა, უთვალავი ხმისა თუ ფერის მშვენიერებით მიმზიდველი.
მაგრამ საუკუნეთა განმავლობაში ადამიანი თანდათან დაშორდა და არამარტო დაშორდა, დაუპირისპირდა ბუნებას.კაცობრიობის ცნობიერებაში თანდათან დაიშრიტა უფლის შთაგონებით ნათქვამი სიბრძნე; “ჩვენ ბუნებაში ვართ-იგი ჩვენშია… ცოცხალნიც მისნი ვართ, მკვდარნიც.”
თანდათან ჩაქრა ძეხორცეულის გულსა და გონებაში ბუნების მადლი და ორი მარადიული ქმნილება- ბუნება და ადამიანი-აღმოჩნდა სხვადასხვა, ერთმანეთისგან თავზარდამცემი მანძილით დაშორებულ პოლუსზე. ამმწარე სინამდვილემ ათქმევინა ვაჯა-ფშაველას :” ბუნება გვაძლევს საზომს სიკარგისა და უვარგისობისა და ჩვენ კაცთ ეს არ გვესმის, თუნდაც რომ გვესმოდეს, მაინც ყურადღებით არ ვეპყრობით ამ ბუნებას კანონის, მის გამაჩენს“.
ხომ მრავალი უბედურების მიზეზია გაუცხოება ადამინთა შორის, მაგრამ ბევრად უფრო ტრაგიკულია გაუცხოება ბუნებასა და ადამინს შორის; ეს მწარე სინამდვილე სუსხიანი თვალებით გვიყურებს დროის სარკმლიდან და გონიერთათვის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა განსაცდელს გვიქადის მომავალში.
აკადემია თუ სასაფლაო?!
ბუნებასთან საყოველთაო დაშორების შედეგი მრავალსახოვანია.ამ დაშორების გამო უდიდესი ძალისხმევით გამოსასწორებელი პრობლემებით ხასიათება ისეთი- ერთი შეხედვიტ უბრალო და ყოველდღიური რამ,  როგორიცაა ადამიანის კვება.
ადამიანმა დაივიწყა, რომ მისი საზრდოა მხოლოდ და მხოლოდ დედა-ბუნებისაგან გამოწვდილი სასიცოცხლო ენერგიის სემცვლელი საკვები: ხილი. ბოსტნეული, მწვანილი,კაკალი, მზესუმზირა, მარცვლეული.
ადამინმა დაივიწყა, რომ ბუნება ბრძენია, მოკვდავტაგან არაფერი ესწავლება და მის საქმეში არ უნდა ჩაერიო.
ავადმყოფს ათი ექიმიდან ერთიც ვერ ეტყვის, თუ რა არის მისი (და არა მარტო მისი) დაავადების უმთავრესი მიზეზი. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ვერ აუხსნის, თუ საიდან ან როგორ დაიქყოს მკურნალობა.
თანამედროვე მედიცინა ყველაპერს აკეთებს იმისათვის, რომ მილიონები ნაადრევად დაბერდნენ და იმ იმ ქვეყანაში წავიდნენ.
როგორც ცნობილი ნატუროპათი არნოლდ ერეტი აღნიშნავს, ყველა დაავადების საერთო მიზეზია ხელოვნურო, ბუნების სიკეტისგან დაცლილი და ცივილიზაციის ტკბილი შხამით გაჟღენთილი საკვები
ინტელექტით გაამაყებულმა ეგოიზმისა და პატივმოყვარეობის გრძნობით გონებადანისლულმა ადამიანმა საუკუნეთა განმავლობაში ხელოვნური საკვების მრავალი სახეობით “გაამდიდრა“ მენიუ. მანამდე ბუნებრივი საკვებით დამშვენებული, რის გამოც დაემშვიდობა უფლისაგან ნაბოზებ განძს-ჯამრთელობას. საკუტარი მიგნებებით აღაცებულს აღარ ახსოვს რომ მკვდრის გაცოცხლებისათვის შეუძლებელია, აღმოაჩინო ისეთი სინთეტიკური და მომზადებული პროდუქტი, რომელიც სეედრებოდა ბოსტნის,ბაღის ან მინდვრის ხელშეუხებელ პროდუქტს…… მაქსიმალურად აუცილებელია მუდმივად იკვებოთ ახალი, დაუმუშავებელი ხილითადა ბოსტნეულით. ეს საკვები უნდა შეადგენდეს თქვენი ყოველ დგიურო რაციონის 60%… უმი ბოსტნეული სალათა და ხილი წარომადგენს მინერალური ნითიერებებისადა ვიტამინების შესანიშნავ წყაროს.(ჰერბერტ შელტონი).
თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი საბედისწერო ნაკლი ისიცაა,რომ იგი, შორეულ წინაპართა შედარებით ჭამს უზომოდ ბევრს,რომელიც პოლ ბრეგთან ამგავარად გაისმა:”ნაკლებს ჭამ-ბევრს იცოცხლებ. ძლიერი ისაა ვინც დაამარცხებს საკუთარი მავნე ჩვევები.
ადესღაც როდესაც ადამიანს საკუთარი თავი ბუნების განუყოპელ ნაწილად მიაჩნდა,სუფრა იყო ბუნებასავით ლამაზი და უბრალო.
თანამედროვე ადამიანის სუფრა დამძიმებულია ხელოვნური, რაფინირებული,მზის ენერგიასა და დედამიწის მადლს მოკლებული ნაირ-ნაირი საჭმელებით. ერთი სიტყვით იგი მრავალფეროვანია.
ქრთული სუფრა ხომ გამოირჩევა ამ მრავალფეროვნებით!
როგორც გენადი მალახოვი წერს ძველი ხალხებისათვის დამახასიათებელი იყო დღეში ორჯერ ჭამა.
სოკრატე ბარბაროსებად მოიხსენიებდა მათ, ვინც დღეში ორჯერ ჭამით არ კმაყოფილდებოდა.
შუა საუკუნეებამდე დღეში ორჯერ კვება ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ.
ღორმუცელობის როგორც ჯანმრთელობის დამანგრეველი და უმახინჯესი მოვლენის მხილებისა, გენადი მალახოვი ასეთ საოცარ არგუმენტსაც მოიშველიებს:”დასავლ�
��თგერმანელ ბიოლოგთა მონაცემის მიხედვით ადამიანი საშვალოდ ერთი წლის განმავლობაში ჭამს 16-ჯერ მეტს საკუთარ წონასთან შედარებით “.
ჩვენს სინამდვილეში, როგორც პოლ ბრეგთაბ ვკითხულობთ, კაცობრიობის 97% თავს ვერ მოიწონებს კარგი პიზიკური მომზადებით. ბევრი ჭამისაგან იტანჯება მსოფლიო მოსახლეობის 65%.
“თანამედროვე ადამიანს წარმოდგენაც არ აქვს, თუ რა უზომოდ ბევრი ჭამს“-წერს ჟურნალისტი და ნატუროპათი მაია გოგულანი და ღორმუცელობის გამომწვევ მიზეზებსაც ჩამოთვლის:
1.არაბუნებრივი, რაფინირებული საკვები.
2. სანელებლიანი, მარილიანი,შაქრიანი,წვ�
��იანი საჭმელი.
3. ხსოვნა შიმშილობის წლებისა და ამის გამო ადამიანის სულიერი მდგომარეობა.
4. ოჯახებსა და ახლობელთა წრეში თუ, საერთოდ საზოგადოებაში, ღრმად ფესვგადგმული სუფრის ტრადიცია,რომლის მეხსიერებაში ზეიმურობისა დაკმაყოფილების გრძნობითაა აღბეჭდილი.
მრავალფეროვან სუფრას თაყვანისმცემელს სასაცილოდ არ ეყოპა ბუნების კანონით ნაკარნახევი ამგვარი სიბრძნეები: ”ჭამე ცოტა და დროულად“, ან კიდევ:”იოგები ჭამენ დღეში ერთხელ, გურმანები- ორჯერ, ხოლო ავადმყოპები-სამჯერ“.
სიმართლ ეს თვალი უნდა გავუსწოროთ:თანამედრო��
�ე ადამიანს სუფრა თავისი მრავალფეროვნებით,როგ��
�რც ჰარმონიული ჯანმრთელობის სასაკლაო,მართლაც, ჩინებული აკადემიაა.
მრავალფეროვანი სუფრა სულიერად გაკოტრებულ ადამიანთა გონების მავნე ნაყოფია.
დავიწყებულია უბრალოებით მდიდარი სუფრა,რომელსაც მზისა და დედამიწის სურნელი ასდის,რომელსაც ძალასა და ხალისიან სიმუბუქეს ანიჭებს.
დავიწყებულია პოლ ბრეგის შეგონება: ”მითხარი,რას ჭამ და გეტყვი, ვინ ხარ!”


ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ:

 „ჭამე ცოტა და დროულად!“  ამ უძველესი, კაცობრიობისათვის უკვდავების წყაროსათვის საჭირო სიბძნის უარყოფით ადამიანმა უფალი  და ბუნება უარყო; იგი იმ მლოცველს დაემსგავსა, რომელმაც  მშობლიური ტაძარი მიატოვა და მრავალი ავადმყოფისა და ნაადრევი სიბერის ასპარეზად ქცეულ კუნძულზე აღმოჩნდა. ამ კუნძულზე სიცოცხლე   სიცოცხლეს არა ჰგავს - ფერმკრთალი  და უხალისოა; ამ კუნძულზე, რაფინირებული საკვებისა არ იყოს, სიყვარულიც მოწამლულია-უკვდავები��
� წყაროს გემო დაკარგული აქვს; ამ კუნძულზე სიბერე, მართლაც, სიბერეა-ამღვრეული, დამძიმებული  და არა მშვიდი და ჰაეროვანი; ამ კუნძულზე სიკვდილიც სხვა არის- გარდაცვალების სითბოსა და ნათებას მოკლებული, სახეზე შიში დატანჯვა აწერია და არა სსამყაროს მშვენიერი ჰორიზონტების გადავლის მერე უფლის  კალთაში დაბრუნების სიხარული...                                                                                                        ამ კუნძულზე ეთაყვანებიან, დითირამბევს უძღვიან ეშმაკის მენიუს, ათასგვარი, გემრიელი და უმაღლესი დონეზე გაფორმებული საცდურით „დამშვენებულს“, სიცოცხლის მტერს , ჯამთელობის ვარსკვლავთა ჩამქრობელს, ნაადრევი სიკვდილის გენიალურ რეცეპტს...    „ჭამე ცოტა დადროულად!“   ამ ჭეშმარიტებისათვის ზურგის შექცევა ჯამთელობის რღვევისა ა ცხოვრების შუა გზაზე წამოწეული სიბერის საწინდარია.  სამწუ��
�აროდ, ადამიანთა უმრავლესობა- კაცობრიობის 97%-ჭამს არადროულად და თანაც -ბევრს;ხოლო თუ იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ,რომ მისი საკვები ძირითადად არაბუნებრივი და რაფინირებულია, აღარ უნდა გაგიკვირდეს ამგვარი სინამდვილე: ჯამთელი ადამიანის პოვნა ისევე ძნელია,როგორც ნემსის აღმოჩენა ბნელ გამოქვაბულში.  არა��
�ა, როგორ ალამაზებს სამყაროს, როგორ ახარებს ზეცციერ გულს და გონებას სულიერი და ფიზიკური მშვენიერებით შემკული პიროვნება!  თუ მავანი 80ან 90 წლის აღესრულა, ლამის ოვაციებით გავაცილოთ იმ ქვეყანაში, თან ერთმანეთსაც გულწრფელად ვლოცავთ- ღმერთმა ქნას, ჩვენც ამდენ ხანს ვიცოცხლოთ. ერთი სიტყვით, გვიხარია და გვეამაყება, რომ ჩვენგან წასულმა „დიდხანს“ იცოცხლა!მაგრამ ასე როდი ფიქრობენ პელაზგები (ძველი ბერძნები)- მათი აზრით, 80წლის ადამიანის გარდაცვალება სხვა არაფერია, თუ არა- სიკვდილი აკვანში!                                                                                                                                                                                   სიკვდილი აკვანში...                                                                                                                                              აკვანში გარდაცვლილი, წუთისოფლის სევდიანი მშვენიერების ვერშემცნობელი, ხორციელად დამძიმებული დდა სულიერად გაპარტახებული ადამიანებით სავსე ქვეყანა. ადამიანის გამომგონებლობით ნიჭი არამარტო დედემიწის წიაღსა თუ კოსმოსურ სივცეებში,არადა კვების სფეროშიაც განუწყვეტლივ ახდენს ახალ-ახალ „რევოლუციებს“, რომელთა ნაყოფიც,- გემოთი მაცდური ,ხოლო გაფორმებით მიმზიდველი რომ არის, -სხვა არაფერია,თუ არა ხელოვნური და ქიმიური საშუალებებით შემკული გემრიელი საწამლავი - ცივილიზაციის ოქროსფერი  ხონჩით მორთმეული საზრდო, ურომლისოდაც არსებობა ათაში ერთს თუ წარმოუდგენია.  მაფია ბიზნესი მღვრიე საცეცებით კვების სფეროში  ისე შეიჭრა , როგორც ტანკი ბაღსა  თუ  ვენახში და, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ანადგურებს.  ჟურნალისტი დანატურალური ჰიგიენის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მაია გოგულანი თავის წიგნებში განსაკუთრებულ ადგილს უთმობს იმ პრობლემებს, რაც კვებასთანაა დაკავშირებული - ვგულისხმობთ საჭლის მიღების დროს, შეხამების პრინციპებსა დარაოდენობას.მის ნაშრომებში მრავალმხრივ საინტერესო  და ყველასათვის გასათვალიუსწინებელი ფაქტებია წარმოდგენილი:
http://www.youtube.com/watch?v=v6K8ih0tf14 



                                            

Комментариев нет:

Отправить комментарий