пятница, 16 декабря 2011 г.

ჰიმეძის ციხე–სიმაგრე

ჰიმეძის ციხე–სიმაგრე არის იაპონიის ერთ–ერთი უძველესი დღემდე  შემორჩენილი ციხესიმაგრე. აღიარებულია XVII საუკუნის იაპონური ციხე-სიმაგრის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად.მთლიანად ციხე–სიმაგრის კომპლექსი მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ, ფეოდალური იაპონიის 83 თავდაცვით ნაგებობათა ქსელს.  პრაქტიკულად ყველა მათგანი ნაგებია ხისგან. თავად ციხე–სიმაგრის ძირში კი განთავსებულია იმავე სახელწოდების ქალაქი.
ციხე–სიმაგრემ ეს სახელწოდება მიიღო მისი ელეგანტური ფორმისა და სტილიდან გამომდინარე, რომელიც შესანიშნავ თეთრ ფრინველს წააგავს და ითარგმნება როგორც თეთრი ყანჩის ციხე–სიმაგრე.  ჰიმენძი წარმოადგენს  მომდევნო ეპოქის უამრავი ციხის მშენებლობის მაგალითს. მაღალი ქვის ფუნდამენტი, საფუძვლიანად გათეთრებული კედლები,  სათოფურები,  ამბრაზურები – ამ ჰიმენძის ციხისთვუს დამახასიათებელი ეს ნიშნები მოგვიანებით ფართოდ გვხვდება იაპონურ არქიტექტურაში.
ციხე-სიმაგრე თავდაპირველად 1333 წლით თარიღდება, როცა აკამაცუ ნორუმირამ ჰიმეიამას ბორცვზე ციხე ააგო. თუმცა ათწლეულების მანძილზე ხშირად გადადიოდასამურაის  ერთი  კლანიდან მეორეს ხელში. შესაბამისად, არაერთხელ ჩამონგრეულა და აღდგენილა ეს ციხე–სიმაგრე.  იგი დაცარიელებული და ხელახლა აშენებულ იქნა 1346 წელს,  ამჯერად ჰიმეიამის სახელით. ხოლო საუკუნეების შემდეგ კვლავ გადააკეთეს და ამჟამინდელი სახელი – ჰიმეძი უწოდეს.
XVI საუკუნეში იგი ტოიოტომი ჰიდეიოსის ხელში გადავიდა. იმდროისათვის ციხე–სიმაგრე სრულიად განადგურებული და დანგრეული იყო. ტოიოტომი ჰიდეიოსის ბრძნებით, ციხე შეკეთდა და დაემატა სამი სართული. 1600 წელს, ტოკუგავა იეიასუმ სეკიგაჰარის ბრძოლაში დახმარებისთვის, იკედა ტერუმასას გადასცა. ამ უკანასკნელმა, 1601 - 1609 წლებში ციხე-სიმაგრე თითქმის მთლიანად გადააკეთა და ის ფართო კომპლექსად გარდაქმნა.სწორედ ამ პერიოდში აშენდა დღემდე შემორჩენილი ნაგებიბების უმრავლესობა, მათ შორის 7 სართული და მთავარი კოშკი.
ციხე–სიმაგრის გარშემო გაშენდა ბაღი, რომელსაც სპირალური ლაბირინთის სახე ჰქონდა, სადაც ტიტები იყო განაშენებული. ამ ბაღს სტრატეგიული დანიშNულებაც ჰქონდა, მოწინააღმდეგის შემოსვლის შემთხვევაში, ლაბირინთში გზა აბნეოდათ და საათების განმავლობაში ეცადათ უკან გამოსვლა. ამ დროსთვის კი კოშკ დონჯონში გამაგრებული ჯარისკაცები  ესროდნენ მათ.
ეს ჩანაფიქრი არასდროს გამოცდილა ომის დროს, ვინაიდან, როცა აშენდა ბაღი, იმის შემდეგ მშვიდობიანი პერიოდი დადგა.
ამის შემდეგ, თითქმის 400 წლის განმავლობაში, ციხე-სიმაგრე ხელუხლებელი რჩებოდა, სანამ მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი ჰიმეძი არ დაიბომბა, თუმცა ციხე–კოშკი უვნებელი გადარჩა. ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა1995 წლის კობეს მიწისძვრისას.
ჰიმეძი იაპონიის ყველაზე დიდი და მნახველების რაოდენობით გამორჩეული ციხე-სიმაგრეა. 1993 წელს, ის გახდა პირველი ძეგლი იაპონიაში, რომელიც იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. ამავე დროს, ის იაპონიის ეროვნულ საგანძურადაა აღიარებული.

ჩინეთის დიდი კედელი

ჩინეთის დიდი კედელი წარმოადგენს ჩინურ სამხედრო გამაგრებას; მშენებლობა მიმდინარეობდა ძვ.წ. მე-3-დან ახ.წ. მე-17 საუკუნებდე, სხვადასხვა დინასტიების მონღოლთა, თურქთა და სხვა მომთაბარე ტომთაგან თავდასხმებისგან დასაცავად. ამ პერიოდში რამდენიმე კედელი აშენდა, თუმცა მათ შორის ყველაზე განთქმულია დიდი კედელი აგებული ძვ.წ 220-200 წლებში პირველი იმპერატორი ცინ შიხუანდის მიერ (ის უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა ვიდრე მინის დინასტიის დროს აგებული ამჟამინდელი დიდი კედელი და მისგან თითქმის არაფერი შემორჩა).
მსოფლიოში ყველაზე გრძელი და განსაცვიფრებელი ნაგებობის, ჩინეთის დიდი კედლის გარეგნული სილამაზისა და გრანდიოზულობის მიღმა ბევრი ამოუცნობი საიდუმლოება იმალება. ცოცხლად ჩატანებული მეომრები, დაკარგული საგანძური, მიწისქვეშა სამალავები, უცხოპლანეტელებთან კავშირი და ა.შ. – ეს ყველაფერი ჩინეთის დიდი კედლის დღემდე იდუმალებით მოცული მხარეა. 7 ათას კილომეტრამდე სიგრძის კედელი შანხაის გასასვლელიდან ბოჰაის ზღვამდეა გადაჭიმული.
ისმის კითხვა, რა გახდა ამ დიდი ნაგებობის აშენების მიზეზი? ჩინელები უმიზეზოდ და მარტო სილამაზის გულისთვის არაფერს აშენებდნენ, არც იმისთვის, რომ ვინმე გაეკვირვებინათ და აღეფრთოვანებინათ. ყველაზე გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, როდესაც ჩინეთის დიდი იმპერია ერთი იმპერატორის მმართველობის ქვეშ გაერთიანდა და შიდა ქიშპობას ბოლო მოეღო, სერიოზული ზომების მიღება გახდა საჭირო გარე მტრებისგან თავის დასაცავად.
აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით ჩინეთი ბუნებრივად იყო დაცული მთებითა და უდაბნოებით, ერთადერთი ღია სივრცე ჩრდილოეთით რჩებოდა. უზარმაზარი კედლის აშენების იდეა, რომელიც ამ ჩრდილოეთ მხარეს დაიცავდა, პირველად თავში უდიდეს იმპერატორს, შინხუანდის მოუვიდა.
საჭირო იყო კვალიფიციური მშენებლებისა და არქიტექტორების მოკრება. იმპერატორმა თავიდანვე იცოდა, რომ ისეთი კედელი უნდა აგებულიყო, რომელიც საუკუნეებს თავისუფლად გაუძლებდა.
ათასობით ადამიანი სრულიად უანგაროდ შრომობდა მშენებლობაზე და ეს მათთვის დიდი პატივიც კი იყო. ძვ.წ.აღ–ით III საუკუნეში დაწყებული მშენებლობა ახ.წ.აღ–ით XVII საუკუნეში დასრულდა.
ჩინეთს ძალიან ბევრი ემტერებოდა, ამიტომ, სანამ ჩრდილო ნაწილი ჯერ კიდევ ღია იყო, თავდაცვის მიზნით ყოველ საღამოს კოშკის თავზე დიდ კოცონს ანთებდნენ. თუ მოახლოებულ მტერს დაინახავდნენ, კოცონს აქრობდნენ იმის ნიშნად, რომ საბრძოლო მზადება დაწყებულიყო. ალბათ ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ სხვა ქვეყნებში პირიქით ხდებოდა, როცა მტერს დაინახავდნენ, სწორედ მაშინ ანთებდნენ კოცონს.
კედლის არქიტექტორის შესახებ ცნობები არ მოიპოვება. თანამედროვე მკვლევრების მტკიცებით, ჩინელები მის ვინაობას შეგნებულად მალავენ და როგორც ყოველთვის, თავიანთი ისტორიის დეტალებს არ ახმაურებენ.
როგორც ნებისმიერი უძველესი ქვეყნისათვის, ჩინეთისთვისაც არ იყო უცხო მსხვერპლშეწირვის ტრადიცია. არსებობს ცნობა, რომ ტირანმა იმპერატორმა ნათელმხილველების რჩევით გადაწყვიტა, მშენებლობის დროს კედლებში ცოცხლად ჩაეტანებინა მეომრები.
შინხუანდის აზრით, რაც უფრო მეტი ადამიანის სისხლი შეეწირებოდა მშენებლობას, მით უფრო ძლიერი და სახელგანთქმული იქნებოდა შენობა. მეომრებმა საკუთარი ინიციატივით შესწირეს თავი ჩინეთის დიდ კედელს. ცნობილია, რომ მსხვერპლად შეწირული მეომრების ოჯახებმა კედელიც სამუდამოდ დაწყევლეს და იმპერატორიც. მას ამის გამო ხშირად სიკვდილის კედელსაც უწოდებენ.
თანამედროვე მეცნიერებმა ბევრისთვის არც ისე დამაჯერებელი ჰიპოთეზა წარმოადგინეს, რომ ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობაში შესაძლოა ადგილობრივების გარდა სხვა ცივილიზაციებიც, მათ შორის უცხოპლანეტელებიც მონაწილეობდნენ. ამ დასკვნის ერთ–ერთი საფუძველი ისიცაა, რომ ჩინეთის დიდი კედელი ერთადერთი ნაგებობაა დედამიწაზე, რომელიც კოსმოსიდანაც ჩანს.
გასული საუკუნის 80–იან წლებში ამერიკელებმა შეძლეს კოსმოსში გაშვებული ხომალდიდან დედამიწისთვის ფოტოების გადაღება, საიდანაც თეთრ ზოლად მოჩანს ჩინეთის დიდი კედელი. კიდევ ერთი საკვირველი ფაქტი ისაა, რომ ის დედამიწის ატლასზე 30–ე პარალელს ემთხვევა.
თუ ჩინეთის დიდ კედელს 30–ე პარალელის მიხედვით გავყვებით და ბოლომდე ჩავალთ, ხეოფსის პირამიდას მივადგებით. ასეთი დამთხვევები ბევრია, მაგრამ მათი ახსნა დღემდე ვერ ხერხდება. ერთი რამ კი ნათელია – უძველესი ცივილიზაციების ერები ბევრ ისეთ სიბრძნეს ფლობდნენ, რომელსაც დღეს მეცნიერები ვერ ხსნიან და არც ასეთი „დამთხვევები” უნდა ჩაითვალოს მხოლოდ უნებლიე დამთხვევად.
როგორც ვიცით, დედამიწა მზის გარშემო ბრუნვისას ელექტრონულ ტალღებს წარმოშობს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ კოსმოსთან პირდაპირი კავშირი დამყარდეს. ხოლო კედელი ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ელექტროენერგიის გიგანტური ველი.
არსებობს თეორია, რომ ელექტრომაგნიტური სიგნალი დედამიწიდან კოსმოსში სწორედ ჩინეთის დიდი კედლიდან ადის. და თუ ასეა, ვინ იცის, იქნებ სულაც არ არის უტოპიური იმ მეცნიერების თეორია, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ძველი ჩინელები კოსმოსთან კავშირის დამყარებას ცდილობდნენ და ამიტომაცაა კედლის ხაზი ასეთი ზუსტი.
ჩინელი მკვლევრები სხვა ვერსიებსაც ავითარებენ. მათი მტკიცებით, კედლის ქვეშ მრავალი გვირაბია გათხრილი, იქვე მდებარე დალუქული სარდაფები კი არავისთვის იხსნება. ეს ვერსია მას შემდეგ წამოიჭრა, რაც გასული საუკუნის 80–იან წლებში ჩინელმა მკვლევარმა სარდაფში შეღწევა სცადა. დაცვამ იგი დააკავა და განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ მკვლევარმა დარწმუნებით განაცხადა, რომ იქ ძვირფასეულობა ინახება. დალუქული სარდაფები დღემდე ბევრი მკვლევრისა თუ მეცნიერის საოცნებო ადგილად რჩება.

გლეხური ღვინო

ოჯახში დამზადებული ღვინო

 დღეს ღვინო ზუსტად ისეთივე წესით იწარმოება, როგორც ეს ხდებოდა ძველ დროს, ფერმენტაციის პროცესი მიმდინარეობს ყუნწებთან, წიპწებთან და ნარჩენებთან ერთად.
ღვინო ისხმევა ქვევრებში, ილუქება და ინახება 3-4 თვით მარანში.ასეთი წესით დამზადებული ღვინო მდიდარია ტანინითა დ ვიტამინებით და გააჩნია სამკურნალო თვისებები.

საქართველო - ღვინის  სამშობლოПоказать все

ნაკლებად ცნობილი ფაქტია რომ სწორედ საქართველოში ჩაეყარა საფუძველი მსოფლიო მეღვინეობის ტრადიციას. საქართველო არის ღვინის უძველესი მწარმოებელი ქვეყანა, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს, რომელთა შორის არის 7000 წლის წინანდელი ყურძნის წიპწები და მრავალი ანტიკური ჭურჭელი.
ღვინო არის საქათველოს მემკვიდრეობისა და იდენტურობის ნაწილი, რომელიც მოიცავს არქიტექტურას, პოეზიას, სიმღერასა და რელიგიას. ღვინო წარმოადგენს აღორძინების, სიმდიდრისა და სიუხვის სიმბოლოს.
საქართველოში ვაზის ბევრად მეტი ორიგინალური სახეობაა (500-ზე მეტი) ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. რბილი კლიმატი და შავი ზღვით განპირობული ნოტიო ჰავა ქმნის საუკეთესო პირობებს ქვეყანაში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისათვის.