пятница, 9 декабря 2011 г.


გვრიტი


გვრიტი (Streptopelia turtur), ფრინველი მტრედისნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში. საქართველოში მრავალგან გვხვდება, მობუდარი გადამფრენია. ბუდეს იკეთებს ხეზე, წყალსატევის სიახლოვეს. აპრილ-მაისში დებს 2 კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი 13-14 დღე. ნორჩ ხენდებს კვებავს ჩიჩახვიდან ამოღებული ნათხევარით („ფრინველის რძით“). იკვებება მარცვლოვნებით, იშვიათად მწერებით, მოლუსკებით და სხვა.



ოფოფი

ოფოფი (ლათ. Upupa epops) — მცირე ზომის ფრინველი გრძელი და ვიწრო ნისკარტითა და მარაოსებრიქოჩრით. ის ფართოდაა გავრცელებული ევროპისა და აზიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში, აგრეთვე აფრიკის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. მათი ყველაზე საყვარელი საცხოვრებელი ადგილია ღია და ნათელი ტერიტორიები მცირე ბუჩქნარებითა და ხეებით, როგორიცაა სავანებიმდელოები დასაძოვრები. ისინი აგრეთვე გვხვდებიან კულტივირებულ ლანდშაფტებში, როგორიცაა ხილის ბაღები დავენახები. ოფოფი დიდ დროს ატარებს მიწაზე მწერებზე ნადირობაში.
ოფოფი ყაპყაპისნაირთა რიგის ერთადერთი წარმომადგენელია ოფოფისებრთა ოჯახიდან.



ბეღურა

ბეღურა (Passer), ფრინველების გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. რამდენიმე სახეობა სინანთროპულია. იკვებებიან მარცვლეულით, ჩვილ ბარტყებს მწერებით კვებავენ. გვარში გაერთიანებულია 16 სახეობა. დასახლებულ პუნქტებში (ჩრდილოეთისა დანაწილობრივ შორეული აღმოსავლეთის გარდა) გავრცელებულია სახლის ბეღურა (Passer domesticus), რომელიც ზოგან, განსაკუთრებით სამხრეთში, გარკვეულ ზიანს აყენებს მარცვლეულ კულტურებს, გადააქვს სხვადასხვა მავნებლები და შინაური ფრინველების დაავადების გამომწვევნი.ფართოდაა გავრცელებული მინდვრის ბეღურა (Passer montanus). იკვებება უმთავრესად მწერებით და სარეველების თესლით, რითაც საკმაო სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის, თუმცა ზოგჯერ მარცვლეულის ნათესებსაც აზიანებს. შუა აზიაში დიდი რაოდენობითაა ესპანური ანუ შავგული ბეღურა (Passer hispaniolensis), რომელიც ამიერკავკასიაშიც გვხვდება.



ბულბული

ბულბულიიადონი (Luscinia), ფრინველების გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. საქართველოშო გვხვდება 2 სახეობა; ჩვეულებრივი ბულბულის სხეული 160-190 მმ სიგრძისაა, იწონის 25 გრამამდე. გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში და დასავლეთ ციმბირში. საქართველოში მხოლოდ მიმოფრენისას (აპრილ-მაისსა და აგვისტოში) გვხვდება. სამხრეთული ბულბული მობუდარი გადამფრენი ფრინველია. გავრცელებულია დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში და წინა და შუა აზიაში. საქართველოშია აპრილიდან სექტემბრამდე. ბინადრობს ბუჩქნარში, წყაროების, მდინარეების ნაპირებზე, ტყისპირებში, მთის ფერდობებზე და ბაღებში; უყვარს წყლის სიახლოვე. მაისის ბოლოს დებს 4-5 კვერცხს, კრუხობა 2 კვირამდე გრძელდება. იკვებება მწერებით, იშვიათად კენკრით. ბულბული საუკეთესო მგალობელი ფრინველია.

Комментариев нет:

Отправить комментарий