пятница, 16 декабря 2011 г.

ჰიმეძის ციხე–სიმაგრე

ჰიმეძის ციხე–სიმაგრე არის იაპონიის ერთ–ერთი უძველესი დღემდე  შემორჩენილი ციხესიმაგრე. აღიარებულია XVII საუკუნის იაპონური ციხე-სიმაგრის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად.მთლიანად ციხე–სიმაგრის კომპლექსი მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ, ფეოდალური იაპონიის 83 თავდაცვით ნაგებობათა ქსელს.  პრაქტიკულად ყველა მათგანი ნაგებია ხისგან. თავად ციხე–სიმაგრის ძირში კი განთავსებულია იმავე სახელწოდების ქალაქი.
ციხე–სიმაგრემ ეს სახელწოდება მიიღო მისი ელეგანტური ფორმისა და სტილიდან გამომდინარე, რომელიც შესანიშნავ თეთრ ფრინველს წააგავს და ითარგმნება როგორც თეთრი ყანჩის ციხე–სიმაგრე.  ჰიმენძი წარმოადგენს  მომდევნო ეპოქის უამრავი ციხის მშენებლობის მაგალითს. მაღალი ქვის ფუნდამენტი, საფუძვლიანად გათეთრებული კედლები,  სათოფურები,  ამბრაზურები – ამ ჰიმენძის ციხისთვუს დამახასიათებელი ეს ნიშნები მოგვიანებით ფართოდ გვხვდება იაპონურ არქიტექტურაში.
ციხე-სიმაგრე თავდაპირველად 1333 წლით თარიღდება, როცა აკამაცუ ნორუმირამ ჰიმეიამას ბორცვზე ციხე ააგო. თუმცა ათწლეულების მანძილზე ხშირად გადადიოდასამურაის  ერთი  კლანიდან მეორეს ხელში. შესაბამისად, არაერთხელ ჩამონგრეულა და აღდგენილა ეს ციხე–სიმაგრე.  იგი დაცარიელებული და ხელახლა აშენებულ იქნა 1346 წელს,  ამჯერად ჰიმეიამის სახელით. ხოლო საუკუნეების შემდეგ კვლავ გადააკეთეს და ამჟამინდელი სახელი – ჰიმეძი უწოდეს.
XVI საუკუნეში იგი ტოიოტომი ჰიდეიოსის ხელში გადავიდა. იმდროისათვის ციხე–სიმაგრე სრულიად განადგურებული და დანგრეული იყო. ტოიოტომი ჰიდეიოსის ბრძნებით, ციხე შეკეთდა და დაემატა სამი სართული. 1600 წელს, ტოკუგავა იეიასუმ სეკიგაჰარის ბრძოლაში დახმარებისთვის, იკედა ტერუმასას გადასცა. ამ უკანასკნელმა, 1601 - 1609 წლებში ციხე-სიმაგრე თითქმის მთლიანად გადააკეთა და ის ფართო კომპლექსად გარდაქმნა.სწორედ ამ პერიოდში აშენდა დღემდე შემორჩენილი ნაგებიბების უმრავლესობა, მათ შორის 7 სართული და მთავარი კოშკი.
ციხე–სიმაგრის გარშემო გაშენდა ბაღი, რომელსაც სპირალური ლაბირინთის სახე ჰქონდა, სადაც ტიტები იყო განაშენებული. ამ ბაღს სტრატეგიული დანიშNულებაც ჰქონდა, მოწინააღმდეგის შემოსვლის შემთხვევაში, ლაბირინთში გზა აბნეოდათ და საათების განმავლობაში ეცადათ უკან გამოსვლა. ამ დროსთვის კი კოშკ დონჯონში გამაგრებული ჯარისკაცები  ესროდნენ მათ.
ეს ჩანაფიქრი არასდროს გამოცდილა ომის დროს, ვინაიდან, როცა აშენდა ბაღი, იმის შემდეგ მშვიდობიანი პერიოდი დადგა.
ამის შემდეგ, თითქმის 400 წლის განმავლობაში, ციხე-სიმაგრე ხელუხლებელი რჩებოდა, სანამ მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი ჰიმეძი არ დაიბომბა, თუმცა ციხე–კოშკი უვნებელი გადარჩა. ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა1995 წლის კობეს მიწისძვრისას.
ჰიმეძი იაპონიის ყველაზე დიდი და მნახველების რაოდენობით გამორჩეული ციხე-სიმაგრეა. 1993 წელს, ის გახდა პირველი ძეგლი იაპონიაში, რომელიც იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. ამავე დროს, ის იაპონიის ეროვნულ საგანძურადაა აღიარებული.

Комментариев нет:

Отправить комментарий