ია (Viola), მცენარეთა გვარი იისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები, ზოგჯერ ნახევრად ბუჩქებია. აქვთ მორიგეობით განწყობილი ან ფესვთანურ როზეტად შეკრებილი ფოთლები, იისფერი, ყვითელი და თეთრი მარტოული ყვავილები. გვირგვინის ქვედა ფურცელი წარზიდულია დეზად, რომელშიც სანექტრეა მოქცეული. ზოგიერთს უვითარდება კლეისტოგამურიყვავილები. ნაყოფი სამსაგდულიანი კოლოფია. ზოგ სახეობას ახასიათებს ამფიკარპია. ცნობილია 500-მდე სახეობა. უმრავლესობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში გავრცელებულია 26 სახეობა, მათგან 3 კავკასიისა და 2 საქართველოს ენდემია. საქართველოში ია იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში, სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, კლდეების ნაპრალებში, ჩამონაზვავებზე, ზოგი (Viola alba) სარეველაც არის. ია დეკორატიული მცენარე (იაჟუჟუნა — Viola tricolor და სხვა), ზოგს (სერნელოვანი ია— Viola odorata) პარფიუმერიაში იყენებენ.
ენძელა (Merendera), გორგლ-ბოლქვიანი მცენარის გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. აქვს ხაზური ფოთლები, რომლებიც ყვავილებთან ერთად ამოიწვერება ხოლმე მიწიდან. ყვავილები ვარდისფერი, სოსანი, ზოგჯერ თეთრია, ნაყოფი — კოლოფი. 10 სახეობა გავრცელებულია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიაში; საქართველოში გვხვდება 2 სახეობა. ყველა დეკორატიულია, ყვავის ადრე გაზაფხულზე. ზოგი სახეობა ალკალოიდებს შეიცავს.
ენძელა (Merendera), გორგლ-ბოლქვიანი მცენარის გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. აქვს ხაზური ფოთლები, რომლებიც ყვავილებთან ერთად ამოიწვერება ხოლმე მიწიდან. ყვავილები ვარდისფერი, სოსანი, ზოგჯერ თეთრია, ნაყოფი — კოლოფი. 10 სახეობა გავრცელებულია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიაში; საქართველოში გვხვდება 2 სახეობა. ყველა დეკორატიულია, ყვავის ადრე გაზაფხულზე. ზოგი სახეობა ალკალოიდებს შეიცავს.
ვარდი (Rosa), მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 400 ველური სახეობა (ასკილი), რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში 25-მდე სახეობაა. ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 15 სმ-იდან 2 მ-მდე არწევს. ზოგიერთ სახეობას გრძელი (10-12 მ-მდე) ხვიარა ტოტები აქვს, ღერო დაფარულია ეკლებით. ფოთოლი კენტფრთისებრია, ღეროზე მორიგეობით განლაგებული. ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა (2-15 სმ დიამეტრის), არომატული ან უსუნო; ფერად ვარდისფერი, წითელი, თეთრი, ყვითლი, ნარინჯისფერი ან იასამნისფერი. შეკრებილია ქოლგისებრ-საგველა ყვავილედებად ან ერთეულია. ნაყოფი ერთთესლიანი (ზოგჯერ რამდენიმეთესლიანი) კაკლუჭაა, რომელიც ხორცოვან ცრუნაყოფშია.
ვარდის გვარი იყოფა 4 ქვეგვარად, რომელთაგან ყველაზე დიდია Rosa, იგი მოიცავს 192 სახეობას. აქედან განვითარდა შემდგომში ბაღის ვარდები. ბაღის ვარდების ბევრი ჯიში წარმოიშვა კვირტოვანი მუტაციისა და მათგან შერჩეული ძვირფასი სამეურნეო ფორმებისაგან. ვარდის ბევრი სახეობა ბუნებრივ პირობებში ადვილად ყჯვარება ერთმანეთს და წარმოქმნის სახეობათაშორის ჰიბრიდებს. ვარდების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა აზია (ჩინეთი, შუა აზია, ამიერკავკასია), უფრო ნაკლებია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცნობილია ვარდის 25 ათასი ჯიში და ფორმა, რომლებიც იყოფა 3 ჯგუფად, ესენია: მარადმწვანე ბუჩქები, ფოთოლმცვენია ბუჩქები და ლიანები.
ვარდი მრავლდება საკუთარ ფესვზე დაკალმებით, ამონაყარით, ბუჩქის დაყოფითა და გადაწვენით; ბაღისა და საპარკე ვარდების უმეტესობა - კვირტით მყნობით და კალმით. საქართველოში მყნობა ტარდება ივნისიდან-ოქტომბრამდე, ხოლო რგვა - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მის მოსაშენებლად საუკეთესოა დაწრეტილი (დრენირებული) თიხნარი, ქვიშნარი, ქვიშიანი და თიხიანი ნიადაგები.
ვარდს იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში და ჰიბრიდიზაციისათვის. ზოგიერთი სახეობა (კაზანლიკური ვარდი) გამოიყენება ეთეროვანი ზეთების მისაღებად. ვარდისგან ამზადებენ აგრეთვე მურაბას. ბევრი სახეობის ცრუ ნაყოფის რბილობი შეიცავს C, ნაწილობრივ P ვიტამინს. საქართველოში ვარდი უძველესი დროიდანაა კულტივირებული. 1948 წლიდან თბილისის, ბათუმისა და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ვარდის ინტროდუქციასა და ჰიბრიდულ სელექციაში.
ვარდის გავრცელებული დაავადებებია: ნაცარი, ჟანგა, ნაცრისფერი სიდამპლე, ფოთლების შავი ლაქიანობა და სხვა. მავნებლებიდან ვარდს აზიანებს ბუგრი, ხერხია, ფოთლიხვევია და სხვა, რომელთაც ებრძვიან ბი-58 და ფოსფორორგანული პრეპარატებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий